воскресенье, 15 мая 2011 г.


პროექტის სახელი ჩემი სოფლის ისტორია

პროექტის მოკლე აღწერა
ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას უხუცესებისგან სოფლის შესახებ; საიდან მოდის სოფლის სახელი–ონოღია; ვინ დაარსა სოფელში სკოლა; ვინ იყვნენ პირველი მასწავლებლები,
 მოიძიონ არქეოლოგიური და ენთოგრაფიული ნივთები,სწავლობენ გამოჩენილ ადამიანთა ისტორიებს, რომელი წმინდანის სახელობის ეკლესია იყო სოფელში.
პროექტის სრული აღწერა
ამ პროექტის იდეა გამიჩნდა რამდენიმე წლის წინ.ეს გამოიწვია იმან, რომ მოსწავლეებმა არ იცოდნენ თავისი სოფლის ისტორია.ამან გამოიწვია მოსწავლეებშიი დიდი აღტაცება და მონდომება. ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა პროექტზე სახელად ,,ონოღია“.
პირველ დავალებას ყველას ერთნაირად ვაძლევ, მათ ოჯახებში უნდა მოიძიონ არქეოლოგიური და ენთოგრაფიული ნივთები.ამ ნივთების შესანახ გამჭირვალე ყუთს აკეთებს ის ჯგუფი, რომლებსაც  ეხერხებათ ხელოსნობა.
პირველი  ჯგუფი მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე;გასულები არიან სოფელში და სოფლის უხუცესებიდან იღებენ ინფორმაციებს სოფლის შესახებ წერილობით, ეძებენ ძველ ფოტოებს სადაც ასახული იქნება ისტორიული ძეგლები.
მეორეჯგუფს ეძლევა დავალება რომ შეხვდნენ ვეტერან მასწავლებლებს და მათგან მოიძიონ ინფორმაცია სკოლის დაარსების შესახებ,პირველ მასწავლებლებზე, მათ დამსახურებაზე.გააკეთებენ სტენდს, სადაც მოვათავსებთ სურათებს და ინფორმაციებს.
მესამე ჯგუფს ვაძლევ დავალებას,რომ წავიდნენ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და გაეცნონ იმ ექსპონატებს, რომელიც ეკუთვნის ონოღიას, გადაუღონ ფოტოები და წარმოადგინონ ალბომის სახით.
მეოთხე ჯგუფს ვაძლევ დავალებას, რომ იმუშაონ ენციკლოპედიაზე დამოიძიონ ინფორმაცია სოფლის შესახებ, მისი კულტურული ცხოვრების შესახებ, მისი საქმიანობის შესახებ.
კლასი  ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ფოტოებს და გააკეთებენ ფოტოალბომს.
ჩვენს მიერ მოძიებულ ექსპონატებს და ინფორმაციებს,ფოტო ალბომს  დასტენდებს განვათავსებთ ერთ ოთახში და ვახდენთ პრეზენტაციას.



მონაწილეთა ასაკი 10,15, 16 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა სამი თვე

მიზნები/ მოსალოდნეი შედეგები პროექტის მიზანია, რომ მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ თავისი სოფლის ისტორია.ბავშვებს შევაყვაროთ ისტორია,მეტი პატივისცემა გაუჩნდებათ ჩვენი ისტორიისა დაწინაპრების მიმართ.მოსწავლეებს აღვუძრავ ინტერესს, გამოვუმუშავებ დაკვირვების, კვლევა–ძიების უნარებს. ისინი თავიაანთ სიხარულს უზიარებენ სხვებსაც. ისინი მარტო შემგროვებლები არ არიან, ისინი სწავლობენ და ამუშავებენ მოძიებულ ექსპონატებს, აკეთებენ ჩანახატებს,ადგენენ ალბომებს.
სარგებელი სხვებისთვის
ჩვენს მიერ მოძიებული მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სხვა კლასებში თვალსაჩინოებად. უცხო ადამიანს შევუქმნით წარმოდგენას ჩვენი სოფლის შესახებ.
სამუშაო ენა ქართული
პროექტის ფასილიტატორი ნაილი შანგუა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა nailishangua@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი